დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა სეზონში 25-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ლიდერ დეტროიტს 3 მოგებით ჩამორჩებიან, თუმცა დეტროიტელებს 4 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
17 იანვრის 04:30 საათზე, კანადელები უმასპინძლებენ ლოს ანჯელეს კლიპერსს, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერია (მე-11 ადგილი).