VIDEO: მამუს ისევ მაღალქულიანი თამაში ჰქონდა - ტორონტომ ბოლოადგილოსანთან შინ წააგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან საკრამენტო კინგსთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა - 115:123.
მამუ რეპტორსის სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 33:09 წუთი გაატარა - 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. შედეგად, აქტივში 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი ჩაიწერა. ასევე, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკიც ჰქონდა.
რაც შეეხება მთლიანად თამაშს, სუპერ სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა საკრამენტოელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა, პრესიუს აჩიუვამ - 28 ქულა, 19 მოხსნა; ხოლო დემარ დეროუზანის აქტივში 28 ქულა გახლდათ, ტორონტოელთა მხარეს კი 20-20 ქულა მიითვალეს არ ჯეი ბერეტმა და კოლინ მარეი-ბოილზმა, ჯეიკობ პიოლტლის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა იყო.
ქულების მხრივ, სანდრო ბოლო პერიოდში შედეგიანია. მისი სტატისტიკა ბოლო 6 მატჩში ასეთია: იუტასთან - 23, კლიპერსთან - 13, პელიკანსთან - 18, ორლანდოსთან - 19, დეტროიტთან - 16 და საკრამენტოსთან 17 ქულა მიითვალა.
სენსაციური მარცხის ფონზე, დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაირთულა - 42 მოგებით, კვლავ მე-6 ადგილზეა, თუმცა ფილადელფია გაუთანაბრდა და პირდაპირ 1/8 ფინალში გამსვლელი პოზიციისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.
4 აპრილის 04:00 საათზე, რეპტორსი სტუმრად შეხვდება დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილოსან მემფის გრიზლის, რომელსაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.