VIDEO: მე-2 ტიტული ლიეტუვაში - თოლორდავამ სუპერ თასიც მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონ თოლორდავამ, ლიეტუვის ჩემპიონობის შემდეგ, ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.
მისმა კაუნო ჟალგირისმა პანევეჟისს 1:0 მოუგო და ლიეტუვის სუპერ თასის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.
კაუნო ჟალგირისი 2004 წელს დაარსებული კლუბია, რომელმაც ისტორიაში პირველი 2 ტიტული სწორედ თოლორდავასთან ერთად მოიგო - 2025 წელს ჩემპიონობა და 2026 წელს სუპერ თასი.
29 წლის ქართველმა მცველმა ლიეტუვის ჩემპიონატის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. კაუნო ჟალგირისში თელავიდან გადავიდა.