Adjarabet Arena 30 იანვარს წერდა, რომ ლევან ყენია სამწვრთნელო საქმიანობას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებდა.
ლოკომ 35 წლის სპეციალისტის 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა დაადასტურა:
"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ლევან!
ლევანის ისტორია ლოკოსთან განსაკუთრებულია. 16 წლის ასაკში მან სწორედ ლოკომოტივიდან გადაინაცვლა გერმანულ გრანდ შალკე 04-ში, სადაც პროფესიონალური კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი გაატარა. 2017-18 წლებში კი კვლავ მოირგო ლოკოს მაისური.
სამწვრთნელო გზა გერმანიაში დაიწყო, ჯერ მოთამაშე-მწვრთნელის რანგში, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად კლუბ ურდინგენში.
ლევანი ფლობს UEFA-ს A ლიცენზიასა და საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ახლა ჩვენი აკადემიის ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას მოხმარდება", - წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
მთავარი გუნდის მე-3 ლიგაში გავარდნის შემდეგ, ლოკომოტივის ხელმძღვანელობისთვის 19-წლამდე გუნდი მეტად პრიორიტეტულად იქცა და აქცენტის გაკეთებას მნიშვნელოვნად მასზე გეგმავენ. 19-წლამდე ოქროს ლიგის ჩემპიონი UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის.