VIDEO: მე-4 წაგება - დინამო ბათუმი თურქულ შეკრებაზე უზბეკებთან დამარცხდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამო ბათუმმა მოსამზადებელი ეტაპის მე-4 შეხვედრა ჩაატარა.
აჭარლები უზბეკურ სოგდიანას დაუპირისპირდნენ და 0:2 დამარცხდნენ - მეტოქემ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.
დინამო ბათუმმა, სოგდიანასთან მატჩამდე, ჩრდილოეთ მაკედონიურ სილეკსთან (1:2), უზბეკურ ნეფტჩი ფარგონასთან (1:4) და უკრაინულ ოლეკსანდრიასთან ითამაშა და სამივესთან დამარცხდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონს 1-ელ მარტს, დინამო თბილისთან გასვლითი შეხვედრით იწყებს.