იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: მე-2 ცდაზე - ბრაზილიამ უხვგოლიან მატჩში ავსტრალია დაამარცხა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: მე-2 ცდაზე - ბრაზილიამ უხვგოლიან მატჩში ავსტრალია დაამარცხა

29 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

4 დღის წინ იმავე მეტოქესთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებმა ამჯერად ავსტრალია დაამარცხა.


სიდნეიში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში „სელესაომ“ 4:2 გაიმარჯვა.


ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე მონაკოს მცველმა ვანდერსონმა გახსნა, მან მე-3 წუთზე გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ „სოკერუზმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა: 5-წუთიან მონაკვეთში ჩირკატიმ (28') და მეტკალფმა (33') ავსტრალია წინ გაიყვანეს.


ბრაზილიას მატჩში დაბრუნებაში გუნდის ლიდერები დაეხმარნენ. რაფინიამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ბრუნო გიმარაეშმა (69') და ვინისიუს ჟუნიორმა (80', პენალტი) ბრაზილიელებს გამარჯვება მოუტანეს - 4:2.


ეს გამარჯვება ბრაზილიის ნაკრების მორალური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბოლო პერიოდში გუნდს თითქმის ყველა შეხვედრაში სირთულეები ექმნება.


კარლო ანჩელოტი შემადგენლობის ფართომასშტაბიან გადახედვას აგრძელებს და შანსს ბრაზილიის ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელსაც აძლევს.


მისი მიზანია ეტაპობრივად ჩამოაყალიბოს ეროვნული გუნდი, რომელიც არსებულ მოლოდინებს გაამართლებს. როგორც ჩანს, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) მზადაა, იტალიელ სპეციალისტს ამისთვის საჭირო დრო მისცეს.


ბრაზილია მიმდინარე სანაკრებო პაუზის ბოლო შეხვედრას შაბათს, კალკუტაში, ინდოეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.


შესაძლოა, ამ მატჩში გუნდს რაფინია ვერ დაეხმაროს, მან ავსტრალიასთან შეხვედრა კუნთის ტრავმის გამო პირველი ტაიმის შემდეგ ვეღარ გააგრძელა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ავსტრალია
ბრაზილია
ბრუნო გიმარაეში
რაფინია
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარი ვინისიუსის ყოფილ შეყვარებულს ხვდება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი ვინისიუსის ყოფილ შეყვარებულს ხვდება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შემთხვევაში გაყიდის რეალი ვინისიუსს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შემთხვევაში გაყიდის რეალი ვინისიუსს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუიშ ფიგუმ ვინისიუსი დაიცვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუიშ ფიგუმ ვინისიუსი დაიცვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 ნოე, 2026

ნეიმარი ვინისიუსის ყოფილ შეყვარებულს ხვდება?

News image

16 ნოე, 2026

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"

News image

18 ნოე, 2026

რა შემთხვევაში გაყიდის რეალი ვინისიუსს

News image

19 ნოე, 2026

ლუიშ ფიგუმ ვინისიუსი დაიცვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება