VIDEO: მეორე დუბლი MLS-ში - ლობჟანიძეს ატლანტასთან მაგარი მატჩი ჰქონდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა ლობჟანიძემ ამერიკულ კარიერაში დუბლი მეორედ შეასრულა.
MLS-ის მე-11 ტურში, მისი ატლანტა იუნაიტედი მონრეალს მასპინძლობდა და 0:1-ს აგებდა, რის შემდეგაც საბამ ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი გუნდი წინ 2 ბურთით გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველი შემტევისთვის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საგოლე მოქმედებებია, სულ კი ამერიკულ კარიერაში დუბლი მეორედ მიითვალა - პირველი დუბლი 2024 წლის მაისში, ლიონელ მესის ინტერ მაიამისთან შეასრულა (მეორე მხრიდან 1 გოლი სწორედ ლეომ შეაგდო).
ატლანტა იუნაიტედმა სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა, 10 ქულა მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა - საპლეიოფო ზონამდე 2 ქულაა.
10 მაისის 03:30 საათზე, ლობჟანიძის გუნდის მეტოქე დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილოსანი ლოს ანჯელეს გელექსი იქნება.