VIDEO: მექვაბიშვილმა ახალ სეზონში მეორე საგოლე მოქმედება შეასრულა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვამ, რუმინეთის სუპერლიგის მე-3 ტურში, პეტროლული 4:0 გაანადგურა.
მოქმედმა ჩემპიონებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, 65-ე წუთზე კი მექვაბიშვილმა საგოლე პასი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ქართველმა ნახევარმცველმა ლამაზი კომბინაცია გამოზომილი ასისტით დაასრულა და ახალ სეზონში მე-2 საგოლე მოქმედება შეასრულა - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩში, ბელარუსულ ვიტებსკთან ასევე ასისტი მიითვალა.
3 ტურის შედეგებით, კრაიოვამ 6 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სტიაუა ბუქარესტთან ერთად ლიდერობს, ოღონდ, დედაქალაქელებს ამ ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.
კრაიოვა შუა კვირაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 რაუნდის ეგიდით, ფინურ კუპს-ს ესტუმრება (6 აგვისტოს), ხოლო უქმეებზე არგეშს უმასპინძლებს (9 აგვისტოს).