იტალიის ქალაქ ვარეზეში გამართულ აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილი დაიკავეს.
მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის დისციპლინაში (LM2-), გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მეორე შედეგი აჩვენეს და ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.
ევროპის ჩემპიონატზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.