VIDEO: მორიგი საგოლე მოქმედება - როგორ ფორმაში ხვდება კვერნაძე სერია A-ს?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძის ფროზინონემ, ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მორიგი ამხანაგური მატჩი სერია B-ს წარმომადგენელ ბენევენტოსთან გამართა და 2:2 ითამაშა.
ქართველმა შემტევმა, რომელმაც წინა შეხვედრაში სამბენედეტეზეს გაუტანა, ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა - 88-ე წუთზე, საჯარიმოში ჩააწოდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე, ფროზინონელები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ - თანარეგიონელ ლაციოსთან (9 აგვისტოს).
ფროზინონე იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. სერია B-ს გასულ სეზონში გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა და პირდაპირი საგზური მოიპოვა. გიორგის ამაში წვლილი 5 გოლითა და 5 ასისტით ჰქონდა.
ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი თასზეა, იუვე სტაბიასთან (16 აგვისტოს), ხოლო სერია A-ს პირველ ტურში გუნდი იუვენტუსს მასპინძლობს (23 აგვისტოს).
კვერნაძის გარდა, სერია A-ს ახალ სეზონში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს და ორივე უდინეზეს რიგებში - საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.