2-9 აგვისტოს, საქართველოს ქალაქი თელავი ხელბურთის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
კონტინენტურ ტურნირზე ქართველი ჭაბუკებიც ითამაშებენ, რომელთაც პირველადი შეკრება თბილისში გაიარეს, ხოლო ბოლო 3 დღის განმავლობაში თელავშივე ემზადებოდნენ.
შოთა თევზაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრას გამართავს და განრიგი ასეთია:
2 აგვისტო V დიდი ბრიტანეთი;
3 აგვისტო V ბულგარეთი;
5 აგვისტო V კვიპროსი;
6 აგვისტო V კოსოვო;
8 აგვისტო V ბელგია.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საბოლოო ადგილების გამოსავლენად, ფინალური მატჩები 9 აგვისტოს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია