VIDEO: მინესოტა კონფერენციის ფინალშია, ბოსტონმა სერიის მე-5 თამაში მოიგო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში დასავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტი გაირკვა.
მინესოტა ტიმბერვულვზმა გოლდენ სტეიტ უორიორსი 121-110 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-1 დახურა.
მოგებულ გუნდს ქულებში ჯულიუს რენდლმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა, ენტონი ედვარდსის ანგარიშზე კი 22 ქულა და 12 მოხსნა იყო.
მინესოტა კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც მეტოქე ოკლაჰომა სიტი თანდერსა და დენვერ ნაგეტსს შორის გამარჯვებული იქნება. ამ სერიას ოკლაჰომა ანგარიშით 3-2 იგებს.
ბოსტონ სელტიკსისა და ნიუ იორკ ნიქსის სერიის მე-5 მატჩში გამარჯვება ბოსტონმა მოახერხა (127-102) და სერიაში სხვაობა შეამცირა (2-3).
მწვანეებს დერიკ უაითმა ულიდერა 34 ქულით, ჯეილენ ბრაუნმა კი 26 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
სერიის მე-6 მატჩი 17 მაისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებულს კონფერენციის ფინალში ინდიანა პეისერსი ელოდება, რომელმაც კლივლენდ კავალიერსს სძლია 4-1.