VIDEO: მიქაუტაძემ ვილიარეალის ახალი ფორმა წარადგინა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილიარეალმა 2026/27 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.
დიზაინში გამოყენებულია ტექსტურების საინტერესო კონტრასტი მაისურის წინა და უკანა მხარეებს შორის, რაც მას დამატებით დინამიკასა და ვიზუალურ სიღრმეს ანიჭებს.
მთავარი სიახლეა ის, რომ მაისური და შორტი ვიზუალურად დაკავშირებულია უწყვეტი ლურჯი ზოლით, რომელიც ორივე ელემენტის გვერდზე გასდევს.
ვილიარეალის ახალი ფორმა გიორგი მიქაუტაძემ მოირგო და წარადგინა ის ეკიპირება, რომლითაც კლუბი მომავალ სეზონში სამ ტურნირზე - ლა ლიგაში, უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის სამეფო თასზე - იასპარეზებს.