VIDEO: მნიშვნელოვანი გამარჯვება - თოკოს ბარსამ აუტსაიდერს ოვერტაიმით მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ლიგა ენდესას 33-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - ერთ-ერთ აუტსაიდერ ანდორას სტუმრად ოვერტაიმით 100:95 მოუგეს.
გამოცდილმა ქართველმა პარკეტზე გატარებულ 33:10 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში, მისმა ეფექტიანობის ინდექსმა კი 20 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-3 მაჩვენებელია.
მდგომარეობა ასეთია - ბარსა ამ მომენტში ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და, ვალენსიას მსგავსად, 24 მოგება და 9 წაგება აქვს. ბოლო ტურში სწორედ ვალენსიელებს მასპინძლობენ და ეს შეხვედრა გაარკვევს, რომელ გუნდს ექნება პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მოედნის უპირატესობა. თამაში 31 მაისსაა ჩანიშნული.