VIDEO: ბედოშვილის გამარჯვების გოლი - იბერია ისევ 4 ქულით გაიქცა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა, იბერია 1999-მა ორგზის ჩემპიონ დინამო ბათუმს მინიმალური სხვაობით მოუგო - 1:0.
გამარჯვების გოლი 25-ე წუთზე გავიდა - ნიკოლოზ დადიანის კარგი გარღვევისა და გადაცემის შემდეგ, ვახო ბედოშვილმა რიკოშეტი დაიხმარა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი შეაგდო (2 ასისტიც აქვს).
იბერიელებმა 30 ქულა მოაგროვეს და მეორეადგილოსანს უკვე 4 ქულით გაექცნენ - ტორპედო ქუთაისსა და რუსთავს 26-26 ქულა აქვთ. გუგა ნერგაძის გუნდი 12 ივნისს მე-7 ადგილოსან სპაერს მიიღებს.
რაც შეეხება გია ჭიაბრიშვილის დინამო ბათუმს, 27 აპრილისა და 6 ტურის შემდეგ პირველად დამარცხდა, 21 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. 12 ივნისს, გასავარდნ ზონაში დაქვეითებულ გორის დილას უმასპინძლებენ.