VIDEO: მზადება გრძელდება - ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის შეკრებაზეა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტანმა და ფეხბურთელებმა, ანა პავლიაშვილმა და ლიზი კანკიამ ისაუბრეს - სტატიის ბოლოს იხილეთ ვიდეო.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული შეხვედრებისთვის შეკრებას ასეთი შემადგენლობით გადის:
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი);
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი).
შესარჩევი ეტაპის 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს - საბერძნეთთან (0:3) და ფარერის კუნძულებთან (0:1) სტუმრად დამარცხდა. შემდეგ რაუნდში პირველადგილოსანი და ჯგუფებიდან 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს, 5 ივნისს, დავით პეტრიაშვილზე უმასპინძლებს, ხოლო 9 რიცხვში საბერძნეთს მიხეილ მესხი 2-ზე მიიღებს.