VIDEO: ნონიკაშვილის გოლი - მისი გუნდი შახტარს გაუთანაბრდა და თანალიდერია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლნზ ჩერკასის ნახევარმცველმა, შოთა ნონიკაშვილმა, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში, ობოლონთან მატჩისას გოლი გაიტანა. მისი გუნდი, დონეცკის შახტართან ერთად, ტურნირის თანალიდერია.
24 წლის ქართველი, მიმდინარე ჩემპიონატის ეგიდით, ჩერკასის ძირითად შემადგენლობაში მეხუთედ მოხვდა, ობოლონის კარი კი 77-ე წუთზე აიღო.
შოთასთვის პრემიერ ლიგის ამ სეზონში მე-2 გოლია. გასული წლის გათამაშება 1 გოლითა და 1 ასისტით დაასრულა.
15 ტურის შემდეგ, ლნზ ჩერკასიმ 32 ქულა მოაგროვა და, ლიდერ შახტარის მორიგი ვერმოგებული მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის თანალიდერი გახდა.
ნონიკაშვილის გუნდი მომდევნო ტურში, 13 დეკემბერს, მე-6 ადგილოსან ზორია ლუგანსკს უმასპინძლებს.