VIDEO: ორმაგამდე 1 მოხსნა დააკლდა - გოგას კარგი მატჩი, ორლანდომ ფილადელფია გაანადგურა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ფილადელფია 76-ერსს გასვლით მატჩში დიდი სხვაობით მოუგო - 144:103. გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ფლორიდელებმა მთავარი უპირატესობა მოიპოვეს მე-2 მეოთხედში, რომელიც 26-ქულიანი სხვაობით დახურეს, შემდეგ კი პროცესის სათავისოდ წაყვანა აღარ გასჭირვებიათ.
ქართველმა პარკეტზე 19:35 წუთი გაატარა - 10 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ერთხელ წარუმატებლად ესროლა. თითო-თითო ჩაჭრა, ბლოკი და დაკარგვაც ჰქონდა.
ორივე გუნდის მხრიდან, მისი თანაგუნდელი ენტონი ბლექი (31 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი) გამოირჩა, შედეგიანობით მეორე კი, კიდევ ერთი ორლანდოელი, ფრანც ვაგნერი გახლდათ - 21 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი.
ჯამალ მოზლის გუნდი კარგ სვლაზეა და ბოლო 9-დან 7 შეხვედრა მოიგო - საერთო ჯამში, 11 გამარჯვებითა და 8 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება.
29 ნოემბრის 04:30 საათზე, გოგა და მისი თანაგუნდელები კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერ დეტროიტ პისტონსს (15 მოგება და 2 წაგება) სტუმრად დაუპირისპირდებიან.