VIDEO: ფრე ბრატისლავაში - იბერია 1999-მა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავასთან თბილისში 0:2 მარცხის შემდეგ, ანდრი დემჩენკოს გუნდმა სტუმრად გამართული მატჩი 1:1 ითამაშა.
44-ე წუთზე, სლოვანი მიკოლა კუხარევიჩმა დააწინაურა, რასაც 7 წუთში ნიკა სიხარულაშვილის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. სიხარულაშვილმა ფლორასთან წინა ეტაპზე დუბლი შეასრულა.
შედეგად, ევროპა ლიგაზე გადანაცვლებულ იბერიელებს უკვე მეტოქეც ჰყავთ - ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ორ მატჩში 0:9 დამარცხდა (0:4; 0:5).
ლარნეს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, თბილისური კლუბი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს, რითაც მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.
ქართული კლუბისთვის ისტორიული შანსია, ამიტომ გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრიბუნებიდან, ისე სოციალური ქსელებიდან. 6 აგვისტოს, ლარნესთან გასვლითი მატჩია, ხოლო შემდეგ ეტაპზე გამსვლელი 13 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაირკვევა.