ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ლიდსმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს.
62-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა მხრიდან ბრენდან აარონსონმა გახსნა, აქედან 3 წუთში მატეუშ კუნიამ წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ მატჩი 1-1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
რუბენ ამორიმის გუნდმა ვულვზთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ, მოგება კვლავ ვერ მოახერხა და 31 ქულით პრემიერ ლიგის ლაივ ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლიდსს კი 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 22 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. გასავარდნ ზონასთან უპირატესობა 8 ქულაა.