საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ-მ შინ ტრუა დაამარცხა.
პარკ დე პრენსზე გამართული მატჩი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.
ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში მაიულუს ჩაწოდების შემდეგ უკრაინელმა ილია ზაბარნიმ გაიტანა და პსჟ-ს ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოუტანა.
პსჟ-მ 23 ქულა დააგროვა და ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერობას აგრძელებს, მეორეზე პარიზია 20 ქულით, მესამეზე კი ლილი 18-ით.
1-0 ზაბარნი 39'