იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ,,ყოველ ჯერზე ასე ხდება" - რატომ გაუბრაზდა დონჩიჩი მამუკელაშვილს?
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ,,ყოველ ჯერზე ასე ხდება" - რატომ გაუბრაზდა დონჩიჩი მამუკელაშვილს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დაცვაში დაშვებული შეცდომები ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.


ინციდენტი NBA-ის თასის ფარგლებში საკრამენტო კინგსთან გამართული მატჩის დროს მოხდა. ლუკა დონჩიჩმა თანაგუნდელი სანდრო მამუკელაშვილი დაცვაში განმეორებით დაშვებული შეცდომების გამო გააკრიტიკა.


შეხვედრაში ლეიკერსმა პირველი ტაიმის შემდეგ არსებული 8-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ 106:104 გაიმარჯვა.


დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ლეიკერსის კალათბურთელები შესვენებაზე გასახდელისკენ მიემართებოდნენ. იმ მომენტში გუნდი ანგარიშით 54:62 მარცხდებოდა.


ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სლოვენიელი გამთამაშებელი მამუკელაშვილს აკრიტიკებს. კადრებმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა გუნდის დაცვით პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ლეიკერსმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.


გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოხატავს დონჩიჩი უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მისი თანაგუნდელი მეტოქეებს დაცვის დროს ვერ აჩერებს.


ყოველ მატჩში დაცვაში მეტოქეები ადვილად სცდებიან. ყოველ ჯერზე!


კრიტიკა მამუკელაშვილის დაცვაში გადაადგილებასა და მეტოქეების შეჩერების სირთულეებს უკავშირდებოდა. ინციდენტმა კიდევ ერთხელ წამოჭრა კითხვები ქართველი კალათბურთელის დაცვით შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ლეიკერსში სადებიუტო სეზონში მან გუნდის როტაციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.


სტატისტიკის თანახმად, საკრამენტოსთან შეხვედრამდე, ქართველი ფორვარდი საშუალოდ 23.3 წუთს თამაშობდა და 9.6 ქულასა და 4.1 მოხსნას აგროვებდა.


ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მამუკელაშვილს გუნდისთვის შეტევასა და სხვა კომპონენტებში მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, თუმცა საკრამენტოსთან მატჩში განსაკუთრებული ყურადღება მისმა დაცვითმა თამაშმა მიიპყრო.


VIDEO: მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ლეიკერსმა მოიგო


Luka is PISSED at Mamu 😳 “It’s every f*cking game Mamu gets blown by. Every f*cking time!” https://t.co/YMlifpRBj0

— BrickCenter (@BrickCenter_) November 21, 2026


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუკა დონჩიჩი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სანდრო მამუკელაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბითაძისა და მამუკელაშვილის სტატისტიკები - ორლანდომ და ლეიკერსმა წააგეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბითაძისა და მამუკელაშვილის სტატისტიკები - ორლანდომ და ლეიკერსმა წააგეს
•კალათბურთი

კალათბურთი

ამერიკული მედია მამუკელაშვილის სხვა კლუბში გადასვლას განიხილავს

•კალათბურთი

კალათბურთი

ამერიკული მედია მამუკელაშვილის სხვა კლუბში გადასვლას განიხილავს
•კალათბურთი

კალათბურთი

"ლეიკერსს ძველი მამუ სჭირდება" - ამერიკული პრესა

•კალათბურთი

კალათბურთი

"ლეიკერსს ძველი მამუ სჭირდება" - ამერიკული პრესა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ლეიკერსმა მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ლეიკერსმა მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

19 ნოე, 2026

VIDEO: ბითაძისა და მამუკელაშვილის სტატისტიკები - ორლანდომ და ლეიკერსმა წააგეს

News image

19 ნოე, 2026

ამერიკული მედია მამუკელაშვილის სხვა კლუბში გადასვლას განიხილავს

News image

17 სთ წინ

"ლეიკერსს ძველი მამუ სჭირდება" - ამერიკული პრესა

News image

6 სთ წინ

VIDEO: მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ლეიკერსმა მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება