VIDEO: მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ლეიკერსმა მოიგო
23 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი საკრამენტო კინგსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 106-104 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 36 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილმა კი 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 9 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ქართველმა თამაშში 8-დან 4 ბურთი ჩააგდო.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი 17 მატჩში 14 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩს კალიფორნიელები იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავენ.