VIDEO: ქულების ლიდერი - მამუკელაშვილი პორტლენდთან საუკეთესო იყო
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რეპტორსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა და 98-110 დაამარცხა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში ქულების ლიდერი იყო.
ქართველმა 35 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ თამაშში 15-დან 9 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 9-დან 6 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი, მისი 2 საჯარიმოდან ზუსტი 1 იყო.
ტორონტომ ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 47 შეხვედრაში 28 გამარჯვებით მე-3 ადგილზეა.
მამუკელაშვილის ბოლო 4 მატჩის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა vs პორტლენდი
22 ქულა (8/14), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა vs საკრამენტო
14 ქულა (5/8) , 12 მოხსნა , 4/4 სამიანი vs გოლდენ სტეიტი
20 ქულა (8/12), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა vs ლეიკერსი