UFC 316-ისთვის მზადება უკვე დაიწყო. 7 ივნისს, ღონისძიების მთავარ ბრძოლაში საჩემპიონო რემატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან.
დღეს UFC 316-ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა კითხვებს უპასუხეს.
მერაბი ღონისძიებაზე სახალისო ფორმაში წარსდგა. მას შონ ო'მალის ცნობილი წითელი ჟაკეტი ეცვა და შონის პატარა თოჯინა ეჭირა.
VIDEO: დვალიშვილი VS ო'მალი 2 - პირისპირ დგომი შედგა