VIDEO: რაფინიას ლამაზი ჯარიმა და დუბლი - ბარსამ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში კამპ ნოუზე ბეტისი 3:1 დაამარცხა.
დუბლით თავი რაფინიამ გამოიჩინა, რომელმაც პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით შეაგდო. ერთი გოლი ჟოაო კანსელუმ გაუტანა, ბეტისის რიგებში კი პენალტი ისკომ შეასრულა.
ამ გამარჯვებით ბარსამ სეზონი საშინაო მოგებების 100%-იანი შედეგით დაასრულა - გუნდმა შიდა კედლებში 19-დან 19 მატჩის მოგება შეძლო და 94 დააგროვა.
მას შემდეგ, რაც ლა ლიგა 20-გუნდიანი გახდა და ჩემპიონატში 38 ტური ტარდება, არცერთ გუნდს მსგავსი შედეგი არ დაუფიქსირებია - ბარსელონა პირველია, რომელმაც 19-დან 19 საშინაო მატჩის მოგება შეძლო.
ბოლო ტურში ბარსა სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდება.