ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოს მაისურით უკანასკნელი საშინაო მატჩი ჩაატარა.
ამ სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგი ვეტერანი კარიერას MLS-ში, კერძოდ კი ორლანდო სიტიში გააგრძელებს.
ჟირონასთან 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, მეტროპოლიტანოზე გრიზმანთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ფრანგმა რამდენჯერმე ცრემლები ვერ შეიკავა, ბოლოს კი გულშემატკივრებს 2019 წელს ბარსელონაში გადასვლისთვის ბოდიში მოუხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ პატიება გთხოვოთ. ვერ ვიაზრებდი იმას, რამხელა დაფასება მქონდა აქ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.
ჩემი მხრიდან წასვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო. როცა ეს გავიაზრე, ყველაფერი გავაკეთე აქ დაბრუნებასა და ამ სიამოვნების კვლავ მიღებისთვის." - აღნიშნა გრიზმანმა.
გრიზმანი ბარსელონაში 2019 წელს გადავიდა და კატალონიაში ორი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ატლეტიკოში ჯერ იჯარით დაბრუნდა, შემდეგ კი მადრიდულმა კლუბმა ის გამოისყიდა.
ფრანგი კლუბს დიდი ტიტულის გარეშე, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ტოვებს, მან ატლეტიკოს მაისურით 500 მატჩში 212 გოლი და 100 საგოლე გადაცემა მიითვალა.