სერია ა-ს 35-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ჯარიმიდან გაიტანა და კონტეს გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ნაპოლიმ 77 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ინტერს 3 ქულით უსწრებს. დარჩენილ 3 ტურში 2 გამარჯვება და 1 ფრე ნეაპოლურ კლუბს მორიგ ჩემპიონობას მოუტანს.
მომდევნო ტურში ნაპოლი 11 მაისს საკუთარ მოედანზე ჯენოას უმასპინძლებს.