VIDEO: რეკორდსმენი ვან დაიკი - ლივერპულმა სანდერლენდი დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში სანდერლენდი საკუთარ მოედანზე ლივერპულს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 61-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში ვირჯილ ვან დაიკმა გახსნა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების გოლი გამოვიდა.
ნიდერლანდელმა მცველმა პრემიერ ლიგაში ლივერპულის მაისურით 23-ე გოლი გაიტანა, საიდანაც 21 თავური დარტყმით იყო.
ასევე ვან დაიკი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში ლივერპულის საუკეთესო გამტანი მცველი. ვირჯილმა სემი ჰიპიას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც წითლების მაისურით 22 გოლი აქვს გატანილი.
2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, რაც ვან დაიკი ლივერპულში გადავიდა, მასზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში არცერთ მცველს აქვს გატანილი. მისი მდევარი გაბრიელ მაგალაეშია 20 გოლით.
ლივერპულმა ამ მოგებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. არნე სლოტის გუნდი მეხუთეადგილოსან ჩელსის 2 ქულით ჩამორჩება.