არნე სლოტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კრეიგ პოუსონმა მარკ გეჰის წითელი ბარათი არ აჩვენა ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის მატჩის 68-ე წუთზე, როდესაც მან მოჰამედ სალაჰი მინდორზე დააგდო.
VIDEO: სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმა და სიტის მოტრიალებული თამაში ენფილდზე
„სობოსლაის გაძევება არ არის ის ინციდენტი, რომელიც უნდა განვიხილოთ. შესაძლოა, მას უნდა ეცადა, რომ გოლი არ გასულიყო, მაგრამ თუ ასეთია წესები, ჩვენ მხოლოდ მათი მიღება დაგვრჩენია.
თუ არსებობს ეპიზოდი, რომელზეც მსჯელობაა საჭირო, ეს სალაჰის მეკარესთან პირისპირ გასვლაა. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სტადიონზე ყოფილა, იცის, რომ მოჰამედი გაიტანს.
თუმცა, მსაჯმა კვლავ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს საზიანოდ. რეფერიმ თავისი საქმე უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა.