• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ლივერპული vs სიტი - ბოლო წლების საჩემპიონო დაპირისპირება განსხვავებული სურათით
ფეხბურთიფეხბურთი

ლივერპული vs სიტი - ბოლო წლების საჩემპიონო დაპირისპირება განსხვავებული სურათით

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბოლო წლებში ჩვეულებრივ ეს დაპირისპირება პრემიერ ლიგის ტიტულის ბედს წყვეტდა ხოლმე, ამ სეზონში კი სრულიად განსხვავებული სურათია - არც თუ ისე სტაბილური ფორმის მქონე მოქმედი ჩემპიონი ლივერპული ენფილდზე მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


ლივერპულის ვარდნა შარშანდელი პრემიერ ლიგის ჩემპიონობიდან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ტოპ-ოთხეულის კანდიდატობამდე მართლაც გასაკვირია, თუმცა არნე სლოტის გუნდმა ბოლო მატჩებში ძველი ძალა დაიბრუნა.


მათ ჯერ ყარაბაღი გაანადგურეს 6-0, შემდეგ კი ჩამორჩენის მიუხედავად ნიუკასლი დაამარცხეს 4-1 და იანვარი გამარჯვებით დაასრულეს.


კაჭკაჭებზე გამარჯვებამ ლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (ფრე 4, წაგება 1). წითლები ამ მატჩის წინ ტოპ-ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩებიან. ლივერპული ენფილდზე რვა მატჩია დაუმარცხებელია და ამ პერიოდში 18 გოლი გაიტანეს (მოგება 5, ფრე 3).


მანჩესტერ სიტი მოგების გზას შუა კვირაში ნიუკასლის წინააღმდეგ მოპოვებული კომფორტული 3-1 გამარჯვებით დაუბრუნდა, რომელმაც პეპ გვარდიოლას გუნდს ლიგის თასის ფინალში გასვლა უზრუნველყო.


მანამდე კი ქალაქელებმა მძიმე დარტყმა მიიღეს ტიტულის ამბიციებზე, როდესაც ტოტენჰემთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. ეს მათი ბოლო ექვსი პრემიერ ლიგის მატჩიდან მეხუთე მოუგებელი თამაში იყო (ფრე 4, წაგება 1).


შედეგად, ისინი მატჩს ლიდერ არსენალთან 9-ქულიანი ჩამორჩენით ხვდებიან, თუმცა ასეთ დიდ მატჩებში სიტი ხშირად საუკეთესო სახეს აჩვენებს, მოქმედ ჩემპიონებთან სტუმრად გამართული ბოლო ექვსი მატჩიდან მათ ხუთი მოიგეს (წაგება 1).


ურთიერთშეხვედრების ისტორია


ნოემბერში მოპოვებული 3-0 გამარჯვება სიტის საშუალებას აძლევს, ლივერპულთან 1936/37 წლების შემდეგ პირველი დუბლი გაიფორმოს პრემიერ ლიგაში, თუმცა ენფილდზე ჩატარებული ბოლო 38 მატჩიდან მათ მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ (ფრე 12, წაგება 24), რამაც ეს ლოდინი, შესაძლოა, კიდევ გაახანგრძლივოს.


სტატისტიკა და სერიები


ლივერპულის ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთში დაფიქსირდა 2.5-ზე მეტი გოლი.


მიმდინარე სეზონში ლივერპულის პრემიერ ლიგის მატჩებიდან მხოლოდ ერთი მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც პირველმა გაუშვა გოლი.


მანჩესტერ სიტი 2026 წელს პრემიერ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია, თუმცა ასევე ერთადერთია, რომელსაც მეორე ტაიმში გოლი არ გაუტანია.


სიტის პირველ ტაიმში საუკეთესო შედეგი აქვს პრემიერ ლიგაში (ტაიმი: მოგება 16, ფრე 6, წაგება 2).


გამორჩეული ფეხბურთელები და დანაკლისი


დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული პრემიერ ლიგაში ლივერპულის უგო ეკიტიკეზე მეტი გოლი არავის გაუტანია (7), ხოლო ყველა ტურნირზე მისი ბოლო შვიდი გოლიდან ექვსი სწორედ ენფილდზე გავიდა.


მას მარკ გეჰისთან მოუწევს დაპირისპირება, ფეხბურთელთან, რომელიც ზაფხულში ლივერპულში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ყოფილ კლუბ კრისტალ პალასთან ერთად წითლების წინააღმდეგ ამ სეზონში უკვე 3 გამარჯვება აქვს.


ორივე გუნდს, როგორც ჩანს, ახალი ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს.


სავარაუდო შემადგენლობები


ლივერპული - ალისონი; სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, ვირცი, გაკპო; ეკიტიკე


სიტი - დონარუმა; ნუნიესი, დიაში, გეჰი, აიტ ნური; როდრი; სემენიო, ფოდენი, ო'რაილი, შერკი; ჰალანდი


ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება 20:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მან სიტი
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აქ მხოლოდ დახარჯული ფულის გამო ვართ“ — გვარდიოლას ხუმრობა და არსენალის სიძლიერის აღიარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აქ მხოლოდ დახარჯული ფულის გამო ვართ“ — გვარდიოლას ხუმრობა და არსენალის სიძლიერის აღიარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელში დიდ ფულს იხდი და ვერ ათამაშებ, გაუგებარი წესია", — გვარდიოლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფეხბურთელში დიდ ფულს იხდი და ვერ ათამაშებ, გაუგებარი წესია", — გვარდიოლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 თებ, 2026

„ჩემი გაჩუმება სურთ“ — პეპ გვარდიოლას მკვეთრი პასუხი კრიტიკოსებს

News image

05 თებ, 2026

"აქ მხოლოდ დახარჯული ფულის გამო ვართ“ — გვარდიოლას ხუმრობა და არსენალის სიძლიერის აღიარება

News image

05 თებ, 2026

"ტიტულებზე მეტია“ — არნე სლოტის თავის პრიორიტეტებზე

News image

05 თებ, 2026

"ფეხბურთელში დიდ ფულს იხდი და ვერ ათამაშებ, გაუგებარი წესია", — გვარდიოლა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება