VIDEO: სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმა და სიტის მოტრიალებული თამაში ენფილდზე
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპულმა ენფილდზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გახსნა, რომელმაც ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი.
84-ე წუთზე ერლინგ ჰალანდის თავით თამაშის შემდეგ ბერნარდუ სილვამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მატეუს ნუნიეშმა ალისონთან შეჯახების შემდეგ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ზუსტად შეასრულა.
სიტის კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა შერკის გოლი დომინიკ სობოსლაისა და ერლინგ ჰალანდის ერთმანეთზე აღებული ჯარიმების გამო არ ჩაითვალა, რომელიც უნგრელის გაძევებით დასრულდა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა 1-2 იმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, რითიც არსენალთან ჩამორჩენა 6 ქულა გახადა. ჰალანდმა კი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას იგორ ტიაგოსთან 4-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს.