VIDEO: რიბაკინამ და შვიონტეკმა ტორონტოს მასტერსის გამარჯვებული გაარკვიეს
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კანადის ქალაქ ტორონტოში ქალთა 1000-ქულიანი მასტერსის ფინალი გაიმართა.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი იგა შვიონტეკი და მე-2 ნომერი ელენა რიბაკინა დაუპირისპირდნენ.
მატჩი 1 საათი და 16 წუთი გაგრძელდა და პოლონელის გამარჯვებით 2 სეტში (6-2, 6-3) დასრულდა. იგა შვიონტეკმა კარიერაში 1000-ქულიანი მასტერსის მე-12 ტიტული მოიგო.
25 წლის პოლონელმა ჩემპიონობის გზაზე ბეილეკი, გოლუბიჩი, კოსტიუკი, შნაიდერი, სვიტოლინა და რიბაკინა დაამარცხა.