საუდის პრო ლიგის მე-8 ტურში ალ ნასრმა ნეომს ესტუმრა და 1-3 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები ანჯელომ, კრიშტიანუ რონალდუმ და ჟოაო ფელიქსმა გაიტანეს.
კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს კარიერაში 953-ე გოლია.
ალ ნასრმა ჩემპიონატი იდეალურად დაიწყო. გუნდმა საწყისი 8 მატჩიდან ყველა მოიგო და 24 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ბომბარდირთა დავას 10 გოლით ჟოაო ფელიქსი ლიდერობს, კრიშთიანუ რონალდუ კი ჯოშუა კინგთან ერთად 9 გოლით მე-2 ადგილს იყოფს.
რონალდუს გოლი