VIDEO: სან ანტონიო მინესოტასთან სერიაში წინ გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში სან ანტონიო სპურსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის სერიის მე-5 მატჩი გაიმართა.
სან ანტონიომ ოთხივე მეოთხედი მოიგო და ჯამში 126-97 იმარჯვა, სერიაში კი ანგარიში 3-2 გახდა სპურსის სასარგებლოდ.
გამარჯვებულ გუნდს ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 17 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ასევე 21 ქულა მიითვალა კელდონ ჯონსონმა.
მინესოტადან კი გამორჩეულები ენტონი ედვარდსი (20 ქულა), ჯეიდენ მაკდანიელსი (17 ქულა) და ჯულიუს რენდლი (17 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ.
სერიის მე-6 მატჩი 16 მაისს გაიმართება. ამ წყვილის გამარჯვებულს დასავლეთ კონფერენციის ფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერი ელის, რომელმაც ლოს ანჯელეს ლეიკერსს სერიაში 4-0 მოუგო.