შოტლანდიაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა სელტიკმა საკუთარ მოედანზე რეინჯერსი მიიღო და 3-1 დაამარცხა.
დაიზენ მაედას დუბლი, რომელიც საოცარ მაკრატელასაც მოიცავდა, მარტინ ო’ნილის გუნდს ოლდ ფირმის დერბიში გამარჯვებაში დაეხმარა.
ჩემპიონობის შანსი რეინჯერსაც ჰქონდა, თუმცა დენი რიოლი 2000 წლის შემდეგ (დიკ ადვოკაატი) რეინჯერსის პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩი წააგო.
ჰართსი ამჟამად ცხრილის სათავეშია და შესაძლოა გახდეს პირველი კლუბი (სელტიკისა და რეინჯერსის გარდა), რომელიც შოტლანდიის ჩემპიონატს 1985 წლის შემდეგ მოიგებს.
სელტიკი კი სულ ერთი ქულით ჩამორჩება ჰართსს, სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურით ადრე, სეზონის ბოლო მატჩი კი სწორედ სელტიკი vs ჰართსი იქნება, რომელიც სელტიკ პარკზე გაიმართება.