VIDEO: თოკოს ისევ არ უთამაშია - ბარსამ ბასკონიას 3 ოვერტაიმით მოუგო და ევროლიგის თანალიდერია
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-17 ტურში, ბასკონიასთან ურთულესი შეხვედრა მოიგო და 3 ოვერტაიმის შემდეგ გაიმარჯვა - 134:124.
შეხვედრის ძირითადი დრო 97:97 დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა კიდევ ორი 5-5-წუთიანი ტაიმი ფრედ ითამაშეს, ბოლო ექსტრა ტაიმში კი კატალონიელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს.
მნიშვნელოვანი, რადგან ტურნირის ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივის პანათინაიკოსთან წაგების შედეგად, ბარსამ თანალიდერის სტატუსი მიიღო და მას სწორედ ისრაელურ გუნდთან იყოფს - 12-12 მოგება და 5-5 წაგება.
შენგელიამ, საზარდულის ტრავმის გამო, ზედიზედ მე-3 შეხვედრა გამოტოვა. ესპანური პრესის ცნობით, უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს.
ბარსელონა, 21 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, ხუვენტუტ ბადალონას მასპინძლობს, 23-ში კი სტამბულში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ ფენერბაჰჩეს ესტუმრება.