VIDEO: თოლორდავამ მეორედ გაიტანა - მისი გუნდი ლიეტუვის ჩემპიონატის ლიდერია
25 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონ თოლორდავამ ლიეტუვის Topyliga-ს მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.
ჩემპიონატის მე-10 ტურში, კაუნო ჟალგირისმა ბოლოადგილოსან რიტერიაის 4:0 მოუგო, თოლორდავამ კი 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველის გუნდმა 25 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია - უახლოეს მდევარ ძიუგას ტელსიაის 8 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
კაუნო ჟალგირისი მომდევნო ტურში, 1-ელ მაისს, მე-8 ადგილოსან ბანგას სტუმრად შეხვდება.