სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი NBA CUP-ს 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა - თავიანთ პარკეტზე ნიუ იორკ ნიქსთან შეხვედრაში დამარცხდნენ.
კანადელებმა მე-2 მეოთხედი 21-ქულიანი სხვაობით დათმეს, რამაც, როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედი გადაწყვიტა და 1/2 ფინალის საგზური ნიქსს დარჩა - 101:117.
მამუმ ზუსტად 15 წუთი ითამაშა და აქტივში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა.
რეპტორსი კრიზისშია, 4 თამაში ზედიზედ აქვთ წაგებული, ბოლო 7-დან კი 6 შეხვედრაში დამარცხდნენ.
ნიუ იორკელები 1/2 ფინალურ ეტაპზე გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს შეხვდებიან.