უნგრეთისა და უკრაინის დაძაბული შეხვედრა ბუდაპეშტში ხმაურიანი ინციდენტით დასრულდა.
მატჩის ბოლო წუთებში მოედნის კიდესთან ორივე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უკრაინა 10 კაცით დარჩა, რის შემდეგაც ვიქტორ ციგანკოვსა და დომინიკ სობოსლაის შორის მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სიტუაცია მალევე გამწვავდა და დაპირისპირების ადგილზე ორივე გუნდის სხვა მოთამაშეებიც მივიდნენ.
შეხლა-შემოხლაში მილოშ კერკეზი და მიკოლა მატვიენკოც ჩაერთნენ, ფეხბურთელებს შორის კი ხელის კვრა და გაწევ-გამოწევა დაიწყო.
საბოლოოდ, მსაჯმა ინციდენტის ოთხ მონაწილეს - სობოსლაის, ციგანკოვს, კერკეზსა და მატვიენკოს - ყვითელი ბარათები უჩვენა.
ქაოსური ფინალის მიუხედავად, უკრაინამ დარჩენილ დროში ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ბუდაპეშტში 1:0 გაიმარჯვა.