VIDEO: უზარმაზარი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — ბარსელონამ კატალონიური დერბი მოიგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 31-ე ტურში ბარსელონამ ესპანიოლი გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ კამპ ნოუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
დუბლი ფერან ტორესმა მიითვალა, თითო გოლი კი ლამინ იამალმა და მარკუს რაშფორდმა მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ იამალმა ამ გოლის გარდა ფერანის ორივე გოლზე საგოლე პასიც მიითხალა.
ბარსელონამ რეალის მორიგი ფეხის დაცდენით ისარგებლა, 79 ქულა დააგროვა და უახლოეს კონკურენტს ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე უკვე 9 ქულით უსწრებს.