VIDEO: ზედიზედ მე-3 მოუგებელი მატჩი — რეალმა ჟირონასთან მორიგი ქულები დაკარგა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ჟირონას ვერ მოუგო.
შეხვედრა სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა გოლები შორეული დარტყმებით გაცვალეს — ფედე ვალვერდემ 51-ე წუთზე აიღო გაზანიგას კარი, ტომა ლემარმა კი 11 წუთში კიდევ უფრო ლამაზი დარტყმით ანდრეი ლუნინი დატოვა უშანსოდ.
მატჩის მიწურულს ერთი სკანდალური ეპიზოდიც მოხდა, როცა საჯარიმოში კილიან მბაპეს სახეში იდაყვის მოხვედრის მიუხედავად მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
რეალმა ლა ლიგაში მორიგი 2 ქულა დაკარგა 70 ქულა დააგროვა და ბარსელონას, რომელიც ამ ტურში ესპანიოლს დაუპირისპირდება, უკვე 9 ქულით გაქცევის საშუალება ექნება.