VIDEO: ზედიზედ მე-7 გამარჯვება - მოქმედმა ჩემპიონმა მუნდიალამდე ბოლო მატჩი გამართა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა, 2022 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ, ევროპულ ნაკრებთან პირველად ითამაშა.
ალაბამას შტატ ობერნში გამართულ მატჩში, ლიონელ სკალონის გადახალისებული შემადგენლობით მყოფმა ალბისელესტემ ისლანდიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო - ვალენტინ ბარკომ სწრაფი გოლი გაიტანა, რასაც ბოლო 15 წუთში ლეო მესისა და ტიაგო ალმადას გოლები მიემატა.
მესი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში ლაუტარო მარტინესის მიერ მოპოვებული პენალტი შეაგდო - ეროვნულ გუნდში თავი 117-ედ გამოიჩინა. ალმადას გოლისას, 38 წლის ლეგენდამ პრე-ასისტი შეასრულა, საგოლე პასი კი როდრიგო დე პაულმა გააკეთა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, ეკვადორში (0:1) მარცხის შემდეგ, არგენტინელებმა ზედიზედ მე-7 ამხანაგურ მატჩში გაიმარჯვეს - ვენესუელა, პუერტო რიკო, ანგოლა, მავრიტანია, ზამბია, ჰონდურასი და ისლანდია დაამარცხეს ისე, რომ გოლი მხოლოდ მავრიტანიისგან მიიღეს, 6-ჯერ კი კარი მშრალად შეინახეს.
ალბისელესტე აშშ-კანადა-მექსიკის მუნდიალის პირველ ტურში ალჟირს ხვდება (17 ივნისის 05:00 საათზე), რის შემდეგაც ავსტრიასთან (22 ივნისის 21:00 საათზე) და იორდანიასთან ითამაშებს (28 ივნისის 06:00 საათზე).