-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს G ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც ბელგიის, ეგვიპტეს, ირანისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები იასპარეზებენ.
ბელგიელების ოქროს თაობა წარსულს ჩაბარდა და იმ გუნდიდან მხოლოდ რამდენიმე ვეტერანიღა თუ შემორჩა გუნდში. სახელებით ბელგიელები ისეთ დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ, თუმცა დისტანციაზე ფავორიტების გამწარება თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა, იქამდე ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიონ, სადაც მთავარ მეტოქედ ალბათ ეგვიპტე ეყოლება.
ბელგიისთვის ეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილია, რომელიც 2018 წელს დაფიქსირდა. იქამდე საუკეთესო კი 1986 წლის მუნდიალზე დაფიქსირებული მეოთხე ადგილი იყო.
მეკარეები: ტიბო კურტუა, სენე ლამენსი, მაიკ პენდერსი
მცველები: ტიმოტი კასტანი, ზენო დებასტი, მაქსიმ დე კუიპერი, კონი დე ვინტერი, ბრანდონ მეხელე, ტომას მენიე, ნათან ნგოი, ჟოაკინ სეისი, არტურ თეატე
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, ამადუ ონანა, ნიკოლას რასკინი, იური ტილემანსი, ჰანს ვანაკენი, აქსელ ვიტსელი
თავდამსხმელები: შარლ დე კეტელარე, ჟერემი დოკუ, მატიას ფერნანდეს-პარდო, რომელუ ლუკაკუ, დოდი ლუკებაკიო, დიეგო მორეირა, ალექსის სალემაკერსი, ლეანდრო ტროსარდი
აფრიკული გრანდისთვის ეს მხოლოდ მე-4 მონაწილეობა იქნება მუნდიალზე. 2018-ში სალაჰმა ნაკრები 1990 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა თავისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც თავად ტრავმირებული იყო და სრული პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. შედეგად, გუნდი ჯგუფში ჩარჩა.
საუკეთესო შედეგი კი შორეულ 1934 წელს დაფიქსირდა, როცა ეგვიპტელები ჯგუფიდან გავიდნენ და 1/8 ფინალში გამოვარდნენ. საუკეთესო შედეგის გამეორებისთვის, ჯგუფის დაძლევის შემდეგ ეგვიპტეს კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
მეკარეები: მოჰამედ ელ შენავი, მოსტაფა შობეირი, მოჰამედ ალა
მცველები: მოჰამედ ჰანი, ტარეკ ალაა, ჰამდი ფათჰი, რამი რაბია, იასერ იბრაჰიმი, ჰოსამ აბდელმაგიდი, მოჰამედ აბდელმონემი, ახმედ ფოტუჰ, კარიმ ჰაფეზი
ნახევარმცველები: მარვან ატია, მოჰანად ლაშინი, ნაბილ ემადი, მაჰმუდ საბერი, ახმედ ზიზო, იმამ აშური, მოსტაფა ზიკო, მაჰმუდ ტრეზეგე, იბრაჰიმ ადელი, ჰაისემ ჰასანი
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, ომარ მარმუში, აქტაი აბდალა, ჰამზა აბდელკარიმი.
ირანისთვის ეს მე-7 მუნდიალი იქნება, გუნდს ბოლო ზედიზედ სამ მსოფლიოზე აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა სტაბილურად ჯგუფში რჩებოდა. საუკეთესო შედეგი 1978-ში დაფიქსირდა, როცა ნაკრები პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე გამოვარდა.
მიმდინარე აშშ-ირანის ომის გამო, აზიელების მუნდიალზე ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და განიხილებოდა მათი სხვა ნაკრებით ჩანაცვლებაც, თუმცა საბოლოოდ, ირანი უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, ჩამოსვლას დათანხმდა.
მეკარეები: ალირეზა ბეირანვანდი, სეიედ ჰოსეინ ჰოსეინი, პაიამ ნიაზმანდი
მცველები: დანიალ ეირი, ეჰსან ჰაჯსაფის, სალეჰ ჰარდანი, ჰოსეინ კანაანი, შოჯა ხალილზადე, მილად მოჰამადი, ალი ნემატი, ომიდ ნურაფკანი, რამინ რეზაეიანი
ნახევარმცველები: რუზბე ჩეშმი, საიდ ეზატოლაჰი, მეჰდი გაედი, სამან ღოდოსი, მოჰამად ღორბანი, ალირეზა ჯაჰანბახში, მოჰამად მოჰები, ამირ მოჰამად რაზაღინია, მეჰდი ტორაბი, არია იუსეფი
თავდამსხმელები: ალი ალიპური, დენის დარგაჰი, ამირჰოსეინ ჰოსეინზადე, მეჰდი ტარემი, შაჰრიარ მოღანლუ.
ახალი ზელანდიისთვის ეს ისტორიში მე-4 და ამ საუკუნეში მეორე მუნდიალი იქნება. უკანასკნელად გუნდმა 2010-ში ითამაშა და რეკორდიც დაამყარა - ჯგუფში ისე ჩარჩა, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია (3 ფრე).
საუკეთესო შედეგიც ზელანდიელებისთვის ესაა - ჯგუფში ჩარჩენა. ამიტომ, ამ ჯგუფის აუთსაიდერებიც რომ ისინი არიან, ამაში გასაკვირი არაფერია.
გუნდის მთავარი ვარსკვლავი ნოტინგემ ფორესტის ფორვარდი კრის ვუდია, რომელსაც პრემიერ ლიგაში გოლების სტაბილურად გატანის გამოცდილება აქვს.
მეკარეები: მაქს კროკომბი, ალექს პაულსენი, მაიკლ ვუდი
მცველები: ტაილერ ბინდონი, მაიკლ ბოქსალი, ლიბერატო კაკაჩე, ფრენსის დე ვრისი, კალან ელიოტი, ტიმ პეინი, ნანდო პიინაკერი, ტომი სმიტი, ფინ სურმანი
ნახევარმცველები: ლაკლან ბეილისი, ჯო ბელი, მეთ გარბეტი, ელი ჯასტი, კალუმ მაკკოუატი, ბენ ოლდი, ალექს რუფერი, მარკო სტამენიჩი, სარპრიტ სინგი, რაიან თომასი
თავდამსხმელები: კოსტა ბარბარუსესი, ჯესი რენდალი, ბენ ვეინი, კრის ვუდი.
ტური 1
ბელგია - ეგვიპტე (15 ივნისი, 23:00)
ირანი - ახალი ზელანდია (16 ივნისი, 05:00)
ტური 2
ბელგია - ირანი (21 ივნისი, 23:00)
ახალი ზელანდია - ეგვიპტე (22 ივნისი, 05:00)
ტური 3
ეგვიპტე - ირანი (27 ივნისი, 07:00)
ახალი ზელანდია - ბელგია (27 ივნისი, 07:00)

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

