VIDEO: ზედიზედ მეორე ფრე ჩემპიონატში - რეალი ისევ ვერ იგებს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ელჩესთან ვერ მოიგო.
შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ოთხივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა - რეალი ორჯერ აგებდა და ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა გამარჯვების გოლი ვერ შეაგდო.
ალონსოს გუნდისთვის ეს ლა ლიგაში ზედიზედ მეორე ქულების დაკარგვაა - წინა ტურში გუნდი რაიოს დაუზავდა (0:0).
რეალმა ცხრილში 32 ქულა დააგროვა და ბარსელონას სხვაობის 1 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა - ორი ტურის წინ მადრიდელები ხუთი ქულით იყვნენ წინ.