ბარსელონასთან მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ვილი სანიოლმა გამოუცხადა.
ფრანგმა სპეციალისტმა ტელეკომპანია Ligue 1+-ის პირდაპირ ეთერში პსჟ-ის ქართველი შემტევის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს უშუალოდ დაუკავშირდა.
სანიოლმა გულშემატკივრებს ხვიჩასთან სატელეფონო საუბრის დეტალები გაუზიარა და ვრცელი კომენტარი გააკეთა:
სამწუხაროა, რადგან კვარაცხელიას უკან გარდა იმისა, რომ პსჟ-ს ბევრი გულშემატკივარია, მთელი საქართველო დგას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მოწყენილია. მე უკვე ვესაუბრე ხვიჩას ტელეფონით ბოლო დღეებში და... მოკლედ, ის მოწყენილია, მაგრამ იცის, რომ ესეც ამ პროფესიის ნაწილია. ზოგჯერ ისეთი მიზეზების გამო გვიწევს გაჩერება, რომლის ახსნაც ყოველთვის მარტივი არაა. მაგრამ იცის, რომ წინ რამდენიმე რთული თვე ელის, თუმცა შეძლებს მუშაობას და როგორც ყველა ვიმედოვნებთ, თავისი კლუბისა და ნაკრებისთვის უფრო ძლიერი დაბრუნდება