ბარსელონას ნახევარმცველმა, გავიმ, პსჟ-ის ქართველ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას, მიღებული მძიმე ტრავმის გამო საჯაროდ დაუჭირა მხარი.
ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია, როგორც მოთამაშე, ყოველთვის ძალიან მოსწონდა და სჯერა, რომ ამ რთული პერიოდის გადალახვის შემდეგ მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
გარდა სოლიდარობისა, გავიმ ოქროს ბურთის პრეტენდენტებზეც ისაუბრა და ხვიჩას გასული წლის ფანტასტიკურ სეზონს გაუსვა ხაზი. ესპანელის აზრით, ქართველი შემტევი აუცილებლად უნდა იყოს მოწინავე ხუთეულში, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ უშუალოდ მთავარი ჯილდოს მოგებას თავის თანაგუნდელს, ლამინ იამალს უსურვებს, რომელსაც საუკეთესოდ მიიჩნევს.