მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდი აცხადებს, რომ ალვარო არბელოა პირველი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ალვარო არბელოა კასტილიას მთავარი მწვრთნელი 2025 წლის ივნისიდან იყო და 2020 წლიდან მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა რეალის ახალგაზრდულ აკადემიაში გაატარა.
იგი ინფანტილ A გუნდს 2020–2021 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და ლიგის ტიტული მოიგო, კადეტე A გუნდს 2021–2022 წლებში, ხუვენილ A გუნდსკი 2022–2025 წლებში ედგა სათავეში.
ხუვენილ A-ს მთავარი მწვრთნელის რანგში მან 2022–2023 წლების სეზონში ტრებლი მოიგო (ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა თასი), ხოლო 2024–2025 წლების სეზონში - ლიგის ტიტული.
როგორც ფეხბურთელი, ალვარო არბელოა რეალის ნაწილი კლუბის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში იყო.
მან მადრიდელთა მაისური 2009-დან 2016 წლამდე ატარა და 238 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან რვა ტიტული მოიგო: ორი ჩემპიონთა ლიგა, ერთი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ერთი უეფას სუპერთასი, ერთი ლა ლიგის ტიტული, ორი კოპა დელ რეი და ერთი ესპანეთის სუპერთასი.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ალვარო არბელოა ასევე ისტორიული ეპოქის წევრი იყო, მან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ორი ჩემპიონატი (2008 და 2012) მოიგო. ესპანეთის ნაკრებში მან 56 მატჩი ჩაატარა.
ალვარო არბელოამ რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსო ჩაანაცვლა, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალს აღარ გაწვრთნის