მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდი აცხადებს, რომ კლუბსა და ჩაბი ალონსოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქმიანობის დასრულების შესახებ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
"ჩაბი ალონსო ყოველთვის შეინარჩუნებს მადრიდის ყველა გულშემატკივრის სიყვარულსა და აღფრთოვანებას, რადგან ის რეალის ლეგენდაა და ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი კლუბის ღირებულებებს. რეალი ყოველთვის იქნება მისი სახლი.
კლუბი მადლობას უხდის ჩაბი ალონსოსა და მის მთლიან სამწვრთნელო შტაბს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე." - წერია მადრიდული კლუბის განცხადებაში.
ესპანელი სპეციალისტის ბოლო მატჩი რეალის მთავარ მწვრთნელად ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გამართული ელ კლასიკო აღმოჩნდა, რომელიც რეალმა ბარსელონსათან 2-3 დათმო.
ჩაბი ალონსო რეალის თავკაცად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. მას სეზონის პირველი ნახევარი რთულად წაუვიდა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქამდეც არა ერთხელ დაიწერა.
ვინ გაწვრთნის რეალს? - ალონსოს შემცვლელი უკვე ცნობილია