3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომან დოლიძემ UFC 307-ის წინ მედია დღეზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჰოლანდიც და მეც არაპროგნოზირებადები ვართ. ვინ იცის, შეიძლება ეს ჩემი პირველი საბმიშენი იყოს UFC-ში. ცოტათი უცნაურია, მე გრეპლერი ვარ და ეს არასდროს გამომიყენებია. მაგრამ თქვენ მიცნობთ, გავალ და ვიჩხუბებ.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის მე-2 ქართველი ჩემპიონი გახდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა. პირველად MMA უკრაინაში დავიწყე, რადგან საქართველოში MMA არ გვქონდა. ახლაც კი, ვფიქრობ, სამოყვარულო MMA უკრაინაში უფრო განვითარებულია, მაგრამ თუ პროფესიონალ ათლეტებზე ვილაპარაკებთ, საქართველო ახლა სხვა დონეზეა.
არ მინდა ცუდად გამოვჩნდე, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. ჩვენ საქართველოში არ ვვარჯიშობთ. მხოლოდ მე ვცხოვრობ საქართველოში. ეს ჩემთვის ცოტათი რთულია, რადგან თუ ამერიკაში დავრჩები, უფრო ადვილი იქნება, რომ ფორმაში ვიყო, სულ ვივარჯიშო და კარგი სპარინგ პარტნიორები მყავდეს.
ილია, მერაბი, გურამი, გიგა და სხვა ქართველი მებრძოლები სხვა ქვეყნებში ვარჯიშობენ. ეს ბევრად ადვილია მათთვის და მესმის, რატომაც აკეთებენ ასე. პროფესიონალი ათლეტებისთვის ეს ყველაზე ჭკვიანური და საუკეთესო მიდგომაა, მაგრამ მე სხვა გზას ვირჩევ. მე მომწონს საქართველოში ყოფნა და იქ ცხოვრება."
რომან დოლიძემ ბავშვობის წლებიც გაიხსენა.
"ჩვენ, ქართველი მებრძოლები თითქმის ერთი ასაკის ვართ და როცა ჩვენ ვიზრდებოდით, რთული დრო იყო. მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოში ყველაფერი განადგურდა. არ არსებობდა ეკონომიკა, არაფერი მუშაობდა, ყველაფერი პრობლემური იყო. შუქიც კი არ გვქონდა. მახსოვს ხანდახან დენი რამდენიმე საათით მოვიდოდა და ტელევიზორში ახალი ამბები და ბრაზილიური სერიალები იყო. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს."
დოლიძემ აღნიშნა, რომ 3.5 მილიონიან ქვეყანაში UFC-ის 5 მებრძოლისა და 2 ჩემპიონის შემდეგ სიტუაცია იცვლება.
"ცვლილებებს ვხედავ, დიდ ცვლილებებს. ბევრი სავარჯიშო დარბაზი იხსნება."
რომან დოლიძე UFC 307-ის მეინ ქარდს კევინ ჰოლანდთან დაპირისპირებით გახსნის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები